Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მესიასი:“ გოლის გამო ბედნიერი ვარ…“

ჯუნიორ მესიასმა, რომელმაც მილანში სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მე გოლის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, 3 ქულის მოპოვება და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსის შენარჩუნება იყო. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.

„გოლის მომენტი ? ეს ინსტინქტი იყო, მე მომენტს არ გამოვეთიშე, სიმშვიდე შევინარჩუნე და საბედნიეროდ სწორ პოზიციაზე აღმოვჩნდი. კარიერაში არაერთხელ დავწრმუნდი, რომ ცივსისხლიანობის შენარჩუნება ნებისმიერ მომენტში უმნიშვნელოვანესია.

„ვის ვუძღვნი გოლს ? მინდა გოლი ჩემს ოჯახს და მეგობრებს მივუძღვნა, რომლებსაც ჩემი ყოველთვის სწამდათ.“