Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მესიასი:“ თუ ირწმუნებ, ოცნებები ხდება“

მილანის ახალწვეულმა ჯუნიორ მესიასმა Milan TV-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„როდესაც მე მილანის ინტერესის შესახებ გავიგე, ვერც კი ვიჯერებდი. ეს არის გუნდი, რომელსაც წლების განმავლობაში ვქომაგობდი და რომელიც ჩემს გულშია, აქ ყოფნის გამო უბედნიერესი ვარ.

„პაოლო მალდინი ლეგენდარული ფეხბურთელი იყო, ახლა კი ის მენეჯერის ამპლუაში არაჩვეულებრივად მუშაობს. ის მისაბაძი მაგალითია. აქ ასევე არის ზლატანი, კიდევ ერთი ლეგენდა და ფეხბურთში გამორჩეული ფიგურა.

„მე ფეხბურთის თამაში ქუჩაში, მეგობრებთან ერთად ვისწავლე, მაგრამ სპორტი ისე მიყვარს, რომ მე ზოგჯერ მარტოც ვთამაშობდი. მე ჩემი სოფელი დატოვებული არასოდეს მქონდა, შემდეგ კი იტალიაში ჩამოვედი, სრულიად სხვა ქვეყანაში, სხვასამყაროში.

„მე აქაურობა თავიდანვე ძალიან მომეწონა და მუშაობა დავიწყე. ჩემთან ერთად ჩემი ძმაც ჩამოვიდა, მაგრამ მან ახალ გარემოს ვერ გაუძლო და 30-40 დღეში ბრაზილიაში დაბრუნდა, მე კი იტალიაში  დავრჩი.

„რაღაც მომენტში მე უკვე აღარ მჯეროდა, რომ ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე ვითამაშებდი, ამიტომ უბრალოდ ვერთობოდი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ დონეს მივაღწევდი. მოყვარულთა ლიგაში ჩვენ 10 თვე ვთამაშობდით, 2 თვე კი უფრო მეტს ვმუშაობდი, რომ ჩემს ცოლს და შვილებს საჭმელი ჰქონოდათ

„იბრასა და ჟირუს გვერდით თამაში ? ასეთი დონის ვარსკვლავებთან და პროფესიონალებთან თამაში უფრო მარტივია. მათი მოძრაობით უფრო მარტივად ხვდები, თუ სად უნდა გაუშვა ბურთი.

„მე ბევრს ვშრომობდი, სერია დ-დან სერია ბ-ში, სერია ბ-დან კი მილანში და თუ ადამიანი ირწმუნებს, მისი ოცნება ადრე თუ გვიან აუცილებლად ახდება…“