Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მესიასი:“ მატჩისადმი სწორი მიდგომა უმნიშვნელოვანესი იქნება“

მილანის ბრაზილიელმა შემტევმა ჯუნიორ მესიასმა ნაპოლისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ თავს კარგად ვგრძნობთ, მატჩისათვის მოსამზადებლად მთელი კვირა გვქონდა, ამიტომ მოედანზე თითოეული ჩვენგანი 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ.

„დღეს ერთმანეთს ორი ძალიან ძლიერი გუნდი დაუპირისპირდება და პირველივე წუთიდან სწორი მიდგომით და მოტივაციით თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„მილანს სეზონის კარგი პირველი წრე აქვს, თუმცა ჩვენ ამბიციურები ვართ და მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, ამიტომ დღეს ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვება იქნება.“