Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მესიასი:“ მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა“

დღეს მილანმა ჯუნიორ მესიასი ოფიციალურად წარადგინა, რის შემდეგაც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პრეს-კონფერენცია გამართა.

„პირველი დღე Milanello-ზე ? აქ მოსვლა, ფეხბურთელების და მწვრთნელის გაცნობა ძალიან ემოციური იყო, მე ბედნიერი ვარ.

„მილანში ყოფნა ჩემი კარიერის პიკია. აქ თამაშზე მსოფლიოს ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ოცნებობს და ვამაყობ, რომ მე ამის გაკეთება მოვახერხე. ჩემი შრომა და მონდომება დაფასდა და დიდი პატივია, რომ ამ ისტორიული გუნდის წევრი ვარ.

„პოზიცია ? მე იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი მეტყვის. როგორც წესი, მე ვინგერის პოზიციაზე ვთამაშობ, მაგრამ შემიძლია დამხმარე ფორვარდად თამაში, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია.

„ფავორიტი ბრაზილიელი, რომელსაც მილანში უთამაშია ? აქ უამრავ ბრაზილიელ ლეგენდას აქვს ნათამაშები და ერთი მათგანის ამორჩევა გამიჭირდება.

„სკუდეტო ? გასულ სეზონში მილანს მისი მოპოვების საშუალება ჰქონდა, მე აგრესიული და ძლიერი გუნდი ვნახე, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმებმა გუნდს ხელი შეუშალა. იმედი ამქვს, რომ ამ სეზონში ჩვენ ტიტულისთვის კვლავ ვიბრძოლებთ.

„ღამე მას შემდეგ, როდესაც მილანში ტრანსფერის შესახებ გავიგე ? მე ვერ დავიძინე. ღამის 2 საათზე ჩემმა აგენტმა დამირეკა და ეს სიახლე მითხრა, შემდეგ კი მალდინის და მილანის სხვა წევრებს ვესაუბრე.

„ქომაგები ? ვიცი, რომ მილანის გულშემატკივრები დიდი სახელის მოლოდინში იყვნენ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათი სიმპატია მოვიპოვო. როსონერის გამოცხადეულმა ნდობამ მე თავდაჯერებულობა შემმატა და ერთ სული მაქვს, როდის მომეცემა მილანის მაისურით თამაშის შანსი.

„ჩემი ოცნება ? სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა.

„რატომ ამირჩიეს მალდინიმ და მასარამ მე ? შესაძლოა მათ ჩემში რაღაც განსაკუთრებული დაინახეს.“