Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მესიასი მილანში სამედიცინო შემოწმებას გადის

ჯუნიო მესიასი უკვე მილანში იმყოფება, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გადის და როსონერის რიგებს იჯარის წესით შეუერთდება.

ბრაზილიელი ფეხბურთელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იჯარების ჩათვლით რიგით მე-11 ტრანსფერი გალავთ.

30 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც გუნდში ჰაკან ჩალჰანოღლუს ჩაანაცვლებს, მილანს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, რის სანაცვლოდაც  როსონერი 2.6 მილიონს გადაიხდის, შემდგომში კი მისი გამოსყიდვა 5.4 მილიონის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი, რასაც ბონუსების სახით 1 მილიონი დაემატება.