Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მესიასი, სერია დ-დან მილანში 3 წელიწადში…

ბევრისთვის მოულოდნელად, კროტონეს ბაზილიელმა ფეხბურთელმა ჯუნიორ მესიასმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში მილანში ამოყო თავი, თუმცა სულ ახლახანს ის სერია დ-ში ასპარეზობდა და პარალელურად სარეცხი მანქანების დელივერიში მუშაობდა.

30 წლის ფეხბურთელი მილანს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, შემდგომში კი მილანს მისი გამოსყიდვა შეეძლება და საერთო ჯამში როსონერის შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერი 8 მილიონი დაუჯდება.

მესიასი კროტონეში 2019 წელს გადაბარგდა, იქამდე კი კასალეს, ჩიერის დაგონსანოს რიგებში ირჯებოდა, რომლებიც სერია დ-ში ასპარეზობენ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მილანი მის გამოსყიდვაზე უარს იტყვის, მესიასის ისტორია ნამდვილ ზღაპარს გავს. სერია დ-ს გუნდებიდან 3 სეზონში იტალიის და ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გრანდში მოხვედრა, მითუმეტეს 30 წლის ასაკში, მარტივი ნამდვილად არ არის…