Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მესიასმა მილანთან ერთად ვარჯიში დაიწყო

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანის ახალწვეულმა ჯუნიორ მესიასმა გუშინ საღამოს გუნდთან ერთად პირველი სავარჯიშო სესია ჩაატარა და არ არის გამორიცხული, რომ ის ატალანტას წინააღმდეგ განაცხადშიც მოხვდეს.

30 წლის ფეხბურთელი მილანს კროტონედან იჯარის წესით შეუერთდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა მისი ფიზიკური კონდიციების გამო ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებდა.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, მესიასმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და ბერგამოელთა წინააღმდეგ სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამზე იჯდება.