Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მესიმ ბარსელონას დატოვება გადაწყვიტა

ესპანური RAC1-ის მტკიცებით, ბარსელონამ დაადასტურა, რომ ლეო მესიმ გუნდს კონტრაქტის გაწყვეტა სთხოვა და არგენტინელს კარიერის გაგრძელება ესპანეთში აღარ სურს.

წყაროს მტკიცებით, მესის კონტრაქტში იდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც ლეოს გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტა სეზონის ბოლოს შეეძლო, თუმცა ამ პუნქტს ვადა 10 ივნისს გაუვიდა.

ამის მიუხედავად, RAC1-ის ინფორმაციით მესიმ გუნდს წასვლის სურვილის შესახებ უკვე აცნობა და იმედი აქვს, რომ ბლაუგრანა მას უფასოდ გაუშვებს.

ნერაძური მის გარშემო შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და მზად არის, არგენტინელი ფეხბურთელის გასაფორმებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

Leave a Reply

Your email address will not be published.