Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მესიმ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

ესპანეთის, საფრანგეთის და სამხრეთ ამერიკის წყაროების მტკიცებით, ლეო მესიმ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ის კარიერას ფრანგულ გუნდში გააგრძელებს.

ბარსელონამ გუშინ გააოფიციალურა, რომ ფეხბურთელთან კონტრაქტი შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა ლა ლიგის სახელფასო ჭერის გამო ლეგენდარულ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმებას ვერ ახერხებდა და ლეო კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებდა.

ფინანსური მიზეზების გამო, მესის ტრანსფერზე პრეტენზიას არც თუ ისე ბევრი გუნდი აცხადებდა და როგორც ჩანს, პსჟ-ს ვარსკვლავურ შემადგენლობას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც შეემატება.

რამდენიმე წყაროს ცნობით, მისი წლიური გასამრჯელო პსჟ-ში 30 მილიონი ევრო იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.