Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მესის ბარსელონაში ლაუტაროს ხილვა სურს

ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტის, ბართომეუს გუნდიდან წასვლის შემდეგ ლეო მესის გუნდში დარჩენის შანსები საგრძნობლად გაიზარდა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მესი მზად არის გუნდთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები წამოიწყოს, თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ინტერიდან ლაუტარო მარტინესის გაფორმება იქნება.

მიმდინარე სეზონში ლაუტარო მარტინესის ანგარიშზე 7 მატჩში გატანილი 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, თუმცა ბოლო პერიოდში ის ჩვეულ თამაშს ვერ აჩვენებს და იტალიურ მედიაში არგენტინელის მიმართ კრიტიკა არ წყდება.