Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მესის სახლში გაბატონებული რონალდუ…

ალბათ თამაშამდე იუვენტუსის ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ წარმოიდგენდა, რომ იუვენტუსი ბარსელონას დამარცხებას და ჯგუფში გალიდერებას მოახერხებდა, თუმცა…

კრიშტიანუ რონალდუმ 2 პენალტის გატანა მოახერხა, რასაც უესტონ მაკკენის გოლი დაემატა და ბიანკონერიმ კამპ ნოუზე 3 – 0 იმარჯვა.

კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიის წერას და რეკორდების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ ორი გოლის ჩათვლით, რონალდუს კამპ ნოუზე გატანილი 14 გოლი, საერთო ჯამში კი საკლუბო დონეზე პორტუგალიელ ვარსკვლავს 650 გოლი დაუგროვდა.

ამის გარდა, რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც ბარსელონას სახლში 2 პენალტი გაუტანა.