Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მესის სეზონში 50 მილიონი სურს…

იტალიური მედიის მტკიცებით, ლეო მესის სურს, რომ მსოფლიოშ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ დარჩეს და მის შემდეგ გუნდში ზუსტად ის ხელფასი მიიღოს, რასაც ის ახლა ბარსელონაში გამოიმუშავებს, კონკრეტულად კი 50 მილიონი ევრო…

ბარსელონას არგენტინელმა ვარსკვლავმა რამდენიმე დღის წინ გუნდს აცნობა, რომ ბარსელონას დატოვება სურს და ახალი გამოწვევების ძიებაშია, თუმცა Corriere della Sera-ს მტკიცებით, ის თავისი მომავალი გუნდისგან 3-წლიან კონტრაქტს და სეზონში 50 მილიონ ევროს მოითხოვს.

თუ ეს ინფორმაცია მართალია, მაშინ ინტერს მისი გუნდში მიყვანა ძალიან გაუჭირდება, რადგან ევროპულ ფეხბურთში აღნიშნული თანხის გადახდა მხოლოდ პსჟ-ს და მანჩესტერ სიტის შეუძლიათ…

Leave a Reply

Your email address will not be published.