Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მესი რონალდუს წინააღმდეგ: ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა

კრიშტიანუ რონალდუმ და ლეო მესიმს ერთად 1462 გოლი გაიტანეს და 11 Ballon d’Ors-ის მოგება მოახერხეს.

ორი გიგანტი ერთმანეთს ბოლოს 31 თვის წინ დაუპირისპირდა, რადგან კრიშტიანუმ გუნდებს შორის პირველ მატჩში მონაწილეობის მიღება კორონა ვირუსის გამო ვერ მოახერხა.

დღევანდელი მატჩი მესის და რონალდუს 34-ე დუელი იქნება, ჩემპიონთა ლიგაზე კი რიგით მე-6.

კრიშტიანუ რონალდუს ბარსელონას წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გატანალი არ აქვს, ლეო მსიმ კი პორტუგალიელის გუნდს 3-ჯერ გაუტანა.

ისინი პირველად ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს 2007-08 წლების სეზონის ნახევარფინალში შეხვდნენ, როდესაც რონალდუ მანჩესტერის ღირსებას იცავდა, მომავალ სეზონში კი გუნდები ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ბოლოს რონალდუ და მესი ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს 2010-11 წლების სეზონში შეხვდნენ, როდესაც ბარსელონამ 2 მატჩის ჯამში რეალს 3 – 1 მოუგო და ფინალში გავიდა.

რონალდუ V მესი

გოლები კარიერაში: 750 V 712

გოლები ჩემპიონთა ლიგაზე: 132 V 118

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეგოლე: 7  V  6

ტიტულები: 30 V 34

ჩემპიონთა ლიგის თასი: 5 V 4

Ballon d’Or: 5 v 6