Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

„მე ვარ ზლატანი“ იბრაზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ

საფეხბურთო სცენიდან ზლატანი სულ მალე შოუ ბიზნესში გადაინაცვლებს. კომპანია Lucky Red-მა დაადასტურა, რომ 2021 წელს გამოვა კინო ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელის ავრობიოგრაფიის, „მე, იბრა“-ს მიხედვით იქნება გადაღებული.

ზლატანი სცენარის შექმნაში დიდ მონაწილეობას იღებს. ფილმის გადაღება შვედეთში დაიწყება და ამსტერდამში დასრულდება.

კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ანდრეა ოჩიპინტიმ იბრაზე ისაუბრა.

„იბრა ფეხბურთელზე ბევრად მეტია, ის ჭეშმარიტი ლიდერი, ლეგენდარული ფიგურა და პიროვნებაა. ჩემი აზრით, ძალიან კარგი ნამუშევარი გამოვა.“