Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანზე კარგი შედეგი მხოლოდ რეალს და ბაიერნს ჰქონდათ…

2020 წელს მილანზე კარგი შედეგი მხოლოდ ორ გუნდს, მადრიდის რეალს და ბაიერნს ჰქონდათ.

როსონერიმ 2020 წელს ჩატარებულ 35 მატჩში 79 ქულის მოგროვება მოახერხა. მეორე ადგილზე ბაიერნია ასევე 79 ქულით, თუმცა მათ ამისთვის მხოლოდ 30 მატჩი დასჭირდათ.

პირველი ადგილი კი მადრიდის რეალს ეკუთვნის. მათ 35 მატჩში 82 ქულა დაუგროვდა. ხუთეულს ლივერპული – 35 მატჩში 76 ქულა და პორტო – 30 მატჩში 69 ქულა ასრულებენ.