მილანთან მატჩის წინ, ნაპოლის ლოზანო უბრუნდება
ლუჩიანო სპალეტი მილანთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება და პარტენოპეისთვის საბედნიეროდ, გუნდს ლაზარეთიდან ირვინგ ლოზანო უბრუნდება.
27 წლის ფეხბურთელმა გრიპის გამო ჩემპიონთა ლიგაზე რეინჯერსთან მატჩი გამოტოვა და მისი თამაში მილანთან საეჭვო იყო, მაგრამ მექსიკელმა გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა და ის როსონერის წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.