Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანთან მატჩის წინ, ნაპოლიმ ლაზარეთიდან ბოლო ინფორმაცია გაავრცელა

ნაპოლი და მილანი სერია ა-ში უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადებიან, თუმცა ორივე მათგანი ამ შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება.

პარტენოპეიმ ტრავმირებული ფეხბურთელების თაობაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ლორენცო ინსინიე, ფაბიან რუისი და კალიდუ კულიბალი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშს აგრძელებენ და მათი თამაში როსონერის წინააღმდეგ საეჭვოა.

ვარჯიში განაახლა ვიქტორ ოსიმჰენმა, რომელმაც ინტერთან მატჩში სახის ძვლის დაზიანება მიიღო, თუმცა ექიმებს მისთვის ჯერ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის უფლება არ მიუციათ.

მარიო რუიმ და სტანისლავ ლობოტკამ გუნდთან ერთად ივარჯიშეს და ლუჩიანო სპალეტის განკარგულებაში იქნებიან.

როსონერის რაც შეეხება, მილანს სიმონ კიაერი, დავიდე კალაბრია, ანტე რებიჩი, რაფაელ ლეაო და პიეტრო პელეგრი დააკლდება, ოლივიე ჟირუმ კი გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და ის წესით მოედანზე უნდა ვიხილოთ.