Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანიდან წამსვლელი პირველი ფეხბურთის ვინაობა ცნობილია

ტორინო რადე კრუნიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს და იანვარში მის გაფორმებას აპირებს.

ტორინომ კრუნიჩის გაფორმება ზაფხულშიც სცადა, თუმცა მაშინ გუნდებმა ფეხბურთელის ფასზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სწორედ მარკო ჯამპაოლოს მოთხოვნით გაიფორმა მილანმა კრუნიჩი და ახლა იტალიელ სპეციალისტს მისი ხილვა ტორინოში სურს.

მილანმა ზაფხულში ტორინოს კრუნიჩის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო მოთხოვა, თუმცა როსონერი დიდი ალბათობით ამ თანხას მცირედით შეამცირებს და მიღებულ ფულს ლილის ბუბაკარი სუმარეს ტრანსფერისთვის გამოიყენებს.