Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ანტი-რეკორდი და პიოლის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ…

2023 წელი სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონებისთვის კოშმარულად დაიწყო და რაომე პოზიტივზე საუბარი არც სასუოლოსთან მატჩის შემდეგ შეიძლება.

ლაციოსთან 4-0 მარცხის შემდეგ, მილანი ამჯერად სასუოლოსთან 5-2 დამარცხდა და ლომბარდიული გრანდის არსებობის ისტორიაში, როსონერიმ სერია ა-ს ზედიზედ 2 მატჩში 4 ან მეტი გოლი პირველად გაუშვა.

MilanNews-ის ცნობით, ამ მარცხის შემდეგ კიდევ უფრო შეირყა გუნდში სტეფანო პიოლის პოზიცია, რომლის მუშაობით გუნდის ახალი ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია უკმაყოფილოა და არ არის გამორიცხული, როსონერის რიგებში ძალიან მალე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს…