Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ანტი-რეკორდი კალიარისთან მატჩში…

როსონერიმ კალიარის კარის აღება ვერ მოახერხა და სერია ა-ს დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩემპიონთა ლიგის საგზურის გაფორმების შანსი ხელიდან გაუშვა.

ყველაფერ სიკეთესთან ერთად, მილანმა 1997 წლის შემდეგ საშინაო არენაზე კალიარის კარში გოლის გატანა პირველად ვერ მოახერხა, რის გამოც გუნდს შესაძლოა მთელი შრომა წყალში ჩაეყაროს.

ამის გარდა ისიც უნდა ითქვას, რომ მილანმა ბოლოს მატჩი ანგარიშით 0 – 0 სერია ა-ში 56 მატჩის წინ, 2020 წლის 6 იანვარს დააფიქსირა, როდესაც მილანის მეტოქე სამპდორია გახლდათ.