Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანის ახალი წინადადება ბრეშას

იტალიური მედიის მტკიცებით, როსონერიმ ბრეშას სანდრო ტონალის ტრანსფერზე ახალი წინადადებით მიმართა.

დიავოლო მზად არის, ფეხბურთელი 1-წლიანი იჯარით აიყვანოს, რის სანაცვლოდაც 10 მილიონ ევროს გადაიხდის, შემდგომში კი მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლება.

ბრეშას პრეზიდენტი ინტერის უმოქმედობით უკმაყოფილოა და მილანის წინადადებას განიხილავს, თუმცა სელინოს სურს, რომ ტონალის გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო გახდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.