Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ახალი წინადადება კალაბრიას

დავიდე კალაბრია გასულ სეზონში მილანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო და როსონერის მისი კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, რომელიც 2022 წლის ზაფხულში იწურება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, გუშინ მალდინი-მასარას დუეტსა და კალაბრიას წარმოამდგენლებს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა და როსონერიმ იტალიელ უკანახაზელს ხელშეკრულების 2025 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება, ხელფასის გაზრდა კი 2 მილიონამდე გაზრდა შესთავაზა.

წყაროს ცნობით, კალაბრიას წარმომადგენლებს კონტრაქტის გახანგრძლივება 2024 წლის ზაფხულამდე სურთ, ხელფასის სახით კი 2.5 მილიონ ევროს ითხოვენ. მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს დღეებში ჩაინიშნა და მილანი შეთანხმების მიღწევას მაქსიმალურად მოკლე დროში ეცდება, რომ კონცენტრაცია კესის კონტრაქტზე გააკეთოს..