Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ახალი წინადადება კესის…

მილანსა და კესის აგენტს შორის ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები გრძელდება და როსონერიმ ფეხბურთელს გაუმჯობესებული პირობები შესთავაზა.

ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმები ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება, თუმცა გუშინ კესის აგენტმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა:

„კესი მილანს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ სახელმწიფო გადატრიალება მოხდება.“

ფაქტია, რომ მხარეებს შორის პოზიტიური დამოკიდებულებაა და Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, როსონერიმ კესის დღეს ფრანკს გაუმჯობესებული პირობები შესთავაზა.

წყაროს ცნობით, მილანმა აქამდე შეთავაზებული 3.8 მილიონი საგრნძნობლად გაზარდა და მზად არის მას სეზონში 5 მილიონი გადაუხადოს. კესის წარმომადგენლები თავის მხრივ 6 მილიონს ითხოვენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მალდინიმ კოტ-დიუვარელ ფეხბურთელთან საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლოს.