Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ახალი წინადადება კესის…

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მილანსა და ფრანკ კესის აგენტს შორის უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და სავარაუდოდ სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, დარჩება თუ არა კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი როსონერის რიგებში.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, მილანი კესის პროგრესულ ხელფასს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც ის 2022 წელს 4, 2023 წელს 4.5, 2024 წელს 5.5, შემდეგ 6.5 და ბოლო სეზონში 7.5 მილიონს გადაუხდის.

ბოლო პერიოდში იტალიურ მედიაში იწერება, რომ კესი როსონერის წინადადების მიღებას ერიოზულად განიხილავს, თუმცა მისი აგენტი დარწმუნებულია, რომ სხვა გუნდში მას მინიმუმ 8-8.5 მილიონს გადაუხდიან.

წყაროს ცნობით, კესისა და მილანს შორის შეხვედრა სავარაუდოდ აფრიკის თასის დაწყებამდე შედგება და თუ მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა, მილანი მისი შემცვლელის ძებნას სერიოზულად შეუდგება.