Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ბოლო წინადადება დონარუმას

ჯანლუკა დი მარციოს ინფორამციით, მილანმა ჯიჯო დონარუმას უკანასკნელი წინადადებით მიმართა.

წყაროს ინფორმაციით, როსონერიმ ჯიჯოს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, სეზონში ანაზღაურების სახით 7 მილიონი ევრო, რასაც ბონუსების სახით კიდევ 1 მილიონი დაემატებოდა და მილანი მზად იყო, რომ რაიოლას მოთხოვნის მიხედვით ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი  პუნქტი ჩაედო, რომელშიც 30-35 მილიონი ევრო იქნებოდა მითითებული.

თუმცა, რაიოლამ ამ წინადადებაზეც უარი განაცხადა და დი მარციოს გარდა, ლუკა მომბლანო და რომეო აგრესტიც ადასტურებენ, რომ დონარუმას მილანში დარჩენის შანსი უკვე მინიმალურია.

რომეო აგრესტი იმასაც ამტკიცებს, რომ მისი გაფორმების ერთადერთი დაინტერესებული მხარე ამ ეტაპზე ტურინის იუვენტუსია, ხოლო როსონერიმ ლილის კიპერთან უკვე ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა.