Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის გამო, ანჩელოტიმ ინტერი უარით გაისტუმრა

კარლო ანჩელოტი რამდენიმე დღის წინ მადრიდის რეალში ოფიციალურად დაბრუნდა, თუმცა ესპანური მედიის ინფორმაციით მას შემოთავაზება იტალიიდანაც ჰქონდა.

გამოცემა AS-ს ცნობით, ანტონიო კონტეს გუნდიდან წასვლის შემდეგ ნერაძურის ხელმძღვანელობა მაშინ ჯერ კიდევ ევერტონის თავკაცს დაუკავშირდა და გუნდში მიყვანა სცადა, თუმცა ანჩელოტიმ, რომელსაც მილანში 3 სკუდეტო და 2 ევროპის თასი აქვს მოგებული, ბენეამატას შეთავაზება როსონერის პატივისცემით უარით გაისტუმრა.

გათიშვა