Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის გარდა, მილენკოვიჩის ტრანსფერით იუვენტუსიც ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის გარდა ფიორენტინას ცენტრალური მცველის ნიკოლა მილენკოვიჩის ტრანსფერით იუვენტუსიც ინტერესდება.

როსონერი სიმონ კიაერის შემცვლელის ძიებაშია და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ 24 წლის სერბი უკანახაზელია, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, ლომბარდიერებს ფეხბურთელის გასაფორმებლად ტურინელების წინაღობის გადალახვა მოუწევთ.

ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ პუნქტად 15 მილიონი ევრო არის მითითებული და არსებული კონკურენციის გამო, ფლორენციელები მის გაშვებას უფრო ნაკლებ თანხად არ აპირებენ, ამიტომ მილენკოვიჩის მას დარჩება, რომელიც ამ თანხის გადახდას დათანხმდება…