Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანის გარდა, შობოშლაის გაფორმება იუვენტუსს და ინტერს სურთ

დომინიკ შობოშლაი მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება, თუმცა როსონერის მისი გაფორმება ძალიან გაუჭირდება.

Tuttosport, Calciomercato, MilanNews და სხვა გავლენიანი გამოცემები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა უნგრელი ტალანტის ტრანსფერზე მუშაობას სხვა ევროპულ გრანდთან ერთად ინტერი, იუვენტუსი და ნაპოლიც გეგმავს.

20 წლის ფეხბურთელს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 24 მილიონი ევრო აქვს მითითებული და მისი ტალანტიდან გამომდინარე ამ თანხის გადახდაზე საკმაოდ ბევრი გუნდია წამსვლელი.