Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის გაუმჯობესებული წინადადება ძანიოლოს ტრანსფერზე

მილანი და ტოტენჰემი ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობენ და იტალიური მედიის ცნობით, როსონერიმ ჯალოროსის ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანი ნიკოლოს 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

რომა იმედოვნებს, რომ ნიკოლოს გაყიდვას 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეძლებს, მაგრამ ამ თანხის გადახდას ამ ჯერჯერობით არავინ აპირებს.