Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანის გეგმა ‘ბ’

რანგნიკის მილანში მისვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია.იტალიურმა და გერმანულმა მედიამ უკვე დაადასტურეს,რომ მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და მხოლოდ გაოფიციალურება აკლია.

რალფ რანგნიკმა პირველი სასურველი ფეხბურთელი მილანში უკვე მიიყვანა.გერმანელის რეკომენდაციით როსონერიმ უკანახაზელი პიერ კალულუ უკვე გაიფორმა,რომელმაც სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა.

გავრცელებული ინფორმაციით,გერმანელი სპეციალისტი მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტს მიმდინარე სეზონის ბოლოს დაიკავებს,თუმცა დღეს გავრცელდა ხმები,რომ თუ პიოლი უახლოეს თამაშებს ვერ მოიგებს,მას რანგნიკი სეზონის დასრულებამდე ჩაანაცვლებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.