მილანის გეგმა მილენკოვიჩის გასაფორმებლად…
როსონერი უკვე დიდი ხანია სატრანსფერო მარკეტზე ალესიო რომანიოლის მეწყვილეს ეძებს და მათი პრიორიტეტული ვარიანტი ფიორენტინას ცენტრალური მცველი – ნიკოლა მილენკოვიჩია.
Calciomercato-ს ცნობით,სერბ უკანახაზელს იებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს,რაც ფიორენტინას მისი გაყიდვისკენ უბიძგებს.მილანის მესვეურებმა ფიორენტინას წარმომადგენლებს უკვე აცნობეს,რომ ფეხბურთელის ყიდვით არიან დაინტერესებულები.
მილენკოვიჩის გაფორმების სურვილი ინტერმა,პსჟ-მ და რამდენიმე ინგლისურმა გუნდმა გამოთქვა,ფიორენტინა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს ითხოვს,თუმცა მილანს ლუკას პაკეტას სახით უპირატესობა აქვს.
ფიორენტინა ბრაზილიელი ნახევარმცველის შეძენით ჯერ კიდევ იანვარში ინტერესდებოდა და შესაძლოა მილენკოვიჩის სანაცვლოდ მის მიღებაზე თანხმობა განაცხადოს.