Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის გულშემატკივრები დონარუმას ქცევამ გააღიზიანა…

მილანმა ლაციოსთან უმძიმესი მარცხი იწვნია, თუმცა მატჩის შემდეგ კამერებმა დონარუმა დააფიქსირეს, რომელიც პეპე რეინას ესაუბრებოდა და იცინოდა, რამას როსონერის ქომაგების გაბრაზება გამოიწვია.

დონარუმას კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება და იმის გამო, რომ ჯიჯო გუნდთან ჯერჯერობით კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, გუნდის გულშემატკივრებსა და დონარუამს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობაა, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის შემდეგ სიცილის გამო კი იტალიელი კიპერის მიმართ სოციალურ ქსელებში უკვე ძალიან ბევრი კრიტიკა გაისმა.