Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის და ინტერის სამიზნე შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს

პაპუ გომესის აგენტმა, რომლის გაფორმებასაც ზამთარში მილანი და ინტერი აქტიურად ცდილობდნენ, არგენტინელი ფეხბურთელის იტალიაში დაბრუნება არ გამორიცხა.

ატალანტას ყოფილმა კაპიტანმა ბერგამოელთა რიგები ზამთარში, გასპერინისთან კონფლიქტის გამო დატოვა. მაშინ მილანი და ინტერი მის გაფორმეას ცდილობდნენ, თუმცა ატალანტამ ფეხბურთელის კონკურენტ გუნდებში გაშვება არ ისურვა და საბოლოოდ გომესი სევილიას ფეხბურთელი გახდა.

„პაპუ სევილიაში ძალიან ბედნიერია, თუმცა ყველამ იცის, რომ იტალია მისთვის მეორე სახლია და იქაურობა ძალიან უყვარს, ამიტომ მისი დაბრუნება სერია ა-ში გამორიცხული ნამდვილად არ არის.“

ამ ეტაპზე არც მილანი და არც ინტერი 33 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არ იჩენენ, თუმცა მისი მაღალი კლასის და დაბალი ღირებულების გამო შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.