Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის და ინტერის სტადიონის ახალი დეტალები ცნობილია…

Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, მილანმა და ინტერმა ახალი სტადიონის პროექტში ქალაქის მერიის მოთხოვნების შესაბამისად გარკვეული ცვლილებები შეიტანეს.

წყაროს ცნობით, განახლებულ პროექტში სან სიროს გარკვეული ნაწილის შენარჩუნება, რომელიც ძველ პროექტში იყო, აღარ იგეგმება და ლეგენდარული სტადიონი სრულიად დაინგრევა.

გამოცემის ინფორმაციით, მილანის და ინტერის ახალი სტადიონი, მის შემოგარენთან ერთად, არა აქამდე დაანონსებულ 145,000 კვადრატულ მეტრზე, არამედ 98,500 კვადრატულ მეტრზე განთავსდება, მაგრამ პროექტის განსახორციელებელი ინვესტიცია, რომელიც 1.2 მილიარდი გახლავთ, უცვლელი დარჩება.

გამოცემის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, მილანი და ინტერი საერთ ჯამში 120 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ, საიდანაც 80 უშუალოდ სტადიონიდან, დანარჩენი კი სტადიონის გარშემო აშენებული ობიექტებიდან შეუვათ.

ინტერი და მილანი იმედოვნებენ, რომ პროექტის განხორციელების საშუალება 2024 წლის იანვრიდან ექნებათ, მის დასრულებას კი 2030 წლის ზაფხულამდე ვარაუდობენ…