Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის და იუვენტუსის სამიზნე რომაში რჩება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ედინ ჯეკო, რომლის ტრანსფერითაც იუვენტუსი და მილანი დიდი ხანია ინტერესდებიან, მომდევნო სეზონს რომას რიგებში გაატარებს.

ჯეკოს ჯალოროსისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და იანვრიდან მოყოლებული მისი გუნდიდან წასვლაზე იწერებოდა, მაგრამ მგლების რიგებში ჟოზე მოურინიოს მისვლამ ყველაფერი შეცვალა და მისი მოთხოვნით ბოსნიელი ფორვარდი გუნდში რჩება.

წყაროს ცნობით, რომა ჯეკოს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს და ის მომდევნო სეზონის ბოლოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.