Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის და იუვენტუსის სამიზნე ლაციომ შემადგენლობიდან მოკვეთა…

ლუის ალბერტოს და ლაციოს შორის ურთიერთობა უკვე კრიტიკულად იძაბება და მაურიციო სარიმ ესპანელი ფეხბურთელი სეზონის წინ ვარჯიშებზე განაცხადშიც არ შეიყვანა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 28 წლის ნახევარმცველი ლაციოსგან ხელფასის გაზრდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის დატოვება უნდა და მან თვითნებურად უქმეები გაიხანგრძლივა, რის გამოც კლაუდიო ლოტიტომ მას ფულადი ჯარიმა დააკისრა, დღეს კი მაურიციო სარიმ ის განაცხადში არ შეიყვანა.

ალბერტოს გაფორმების სურვილი მილანმა და იუვენტუსმა უკვე გამოთქვეს და როსონერი ტრანსფერში ალესიო რომანიოლის, იუვე კი ფედერიკო ბერნარდესკის ჩართვას გეგმავს.