Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის და იუვეს შემდეგ, კამარას ტრანსფერისთვის ლაციოც იბრძოლებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი მარსელის ახალგაზრდა ტალანტი ბუბაკარ კამარა იქნება.

21 წლის ფრანგ ფეხბურთელს მარსელთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისი სახელი გასული კვირეების განმავლობაში არაერთ ევროპულ გრანდს, მათ შორის მილანს და იუვენტუსს დაუკავშირეს, Tuttomercato-ს ცნობით კი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას რომის ლაციოც გეგმავს.

წყაროს ცნობით, ლაციო ფინანსური კუთხით სხვა გუნდებს კონკურენციას ვერ გაუწევს, თუმცა მას რეგულარულ სათამაშო დროს შესთავაზებს და იმედი აქვს, რომ ამით ფეხბურთელის დარწმუნებას შეძლებს.