Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის და იუვეს შემდეგ, ხულიან ალვარესის ტრანსფერში ინტერიც ჩაერთო

რივერ პლეიტის არგენტინელი ტალანტის ხულიან ალვარესის მსურველთა რიგს, რომელიც აქამდეც შთამბეჭდავი იყო, ინტერიც შეუერთდა.

21 წლის ფეხბურთელმა მიმდიანრე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა, ამიტომ მის მიმართ გაზრდილი ინტერესი გასაკვირი არ არის.

გამოცემა Il Giornale-ს ინფორმაციით, ინტერის სპორტული დირექტორის პიერო აუსილიოს მარჯვენა ხელი დარიო ბაკინი არგენტინაში გაემგზავრება და მომდევნო რამდენიმე მატჩის მსვლელობისას ახალგაზრდა ტალანტის თამაშს დააკვირდება.

ალვარესის კონტრაქტში მითითებული პუნქტის მიხედვით, მისი გამოსყიდვა ნებისმიერ მსურველს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია.