Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის და რომას შემდეგ, ვლაჰოვიჩი იუვესაც მოუნდა

მილანის და რომას სატრანსფერო სამიზნემ დუშან ვლაჰოვიჩმა გუშინ კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ატალანტას კარში დუბლის გატანა მოახერხა.

ფიორენტინას არც თუ ისე კარგი სეზონი აქვს, მაგრამ ახალგაზრდა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 15 გოლის გატანა მაინც მოახერხა და მისი მსურველების სია დღითი დღე იზრდება.

სხვადასხვა იტალიური წყაროს ინფორამციით, 21 წლის სერბი ფორვარდის გაფორმების სურვილი ტურინის იუვენტუსმაც გამოთქვა, რომელიც რონალდუს, დიბალას და მორატას შესაძლო შემცვლელებს ეძებს.