Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანის დიდებული 2020 წელი

2020 წელმა სერია ა-ში მილანის სრული დომინაციით ჩაიარა. 79 ქულა 35 მატჩში, როსონერი ამ მაჩვენებლით სერია ა-ს ყველა გუნდს ლიდერობს. სრულ სიას სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ.

ამის გარდა, მილანი გახდა პირველი გუნდი 1948 წლის ბარსელონას შემდეგ, რომელმაც ზედიზედ 16 მატჩში ორი ან მეტი გოლის გატანა მოახერხა, იუვენტუსის ფიორენტინასთან მარცხის შემდეგ კი მილანი ერთადერთი გუნდია, რომელიც 2020-21 წლების სეზონში ტოპ 5 ჩემპიონატში არ დამარცხებულა.

2020 წელს მოპოვებული ქულების სია მატჩებში კი ასე გამოიყურება:

ქულა (მატჩი) გუნდი:

79 (35) მილანი

73 (35) ინტერი

69 (34) ატალანტა

68 (35) იუვენტუსი

63 (35) ნაპოლი

63  (36) ლაციო

62 (35) რომა

58 (35) სასუოლო

50 (35) ვერონა

46 (35) ფიორენტინა

44 (35) სამპდორია

42 (34) უდინეზე

40 (35) ბოლონია

38 (35) ჯენოა

36 (35) პარმა

30 (35) კალიარი

27 (35) ტორინო

20 (21) ლეჩე

18 (14) ბენევენტო

11 (14) სპეცია

11 (21) ბრეშა

9 (14) კროტონე

8 (21) სპალი