Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის დირექტორი:“ კესი ? ჩვენი პრიორიტეტი გუნდის ინტერესებია, ბოტმანი ?…”

მილანის დირექტორმა რიკი მასარამ ვენეციასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და გუნდის სატრანსფერო საქმიანობაზე ისაუბრა.

„პირველ რიგში გეტყვით, რომ ანდრეა კონტი გუნდის დატოვებასთან ახლოს არის და ის სამპდორიაში სავარაუდოდ ხვალ გადაბარგდება.

„ჩვენს სამიზნეებს რაც შეეხება, სიმონ კიაერის ტრავმის შემდეგ, ცენტრალური მცველის გაფორმება ჩვენთვის პრიორიტეტია.

„ბოტმანი, რომელიც ჩვენ არაერთხელ დაგვიკავშირეს, ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ლილი მის გაშვებას ზამთარში აპირებს, მის გარდა კი ბაზარზე უამრავი კარგი ვარიანტია.

„ჩვენ რთულ სიტუაციაში ვცხოვრობთ და ახლა, როდესაც სტადიონები კვლავ იკეტება, გადაწყვეტილება დიდი სიფრთხილით უნდა მივიღოთ.

„ლეაუ ? ის დიდი ტალანტია, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან განვითარდა. მან იპოვნა სტაბილურობა, რაც გასულ სეზონებში აკლდა და ახლა თავის რეალურ შესაძლებლობებს გვაჩვენებს. ჩვენ მის და სხვა ფეხბურთელების აგენტებთან ვმუშაობთ, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები შევინარჩუნოთ.

„დონარუმას, კესის და ჩალჰანოღლუს სიტუაცია ? გუნდის ინტერესები ყოველთვის პრიორიტეტია და ისეთი ისტორიის და სახელსი მქონე კლუბს, როგორიც მილანია, სხვების დასარწმუნებლად მუშაობა არ უნდა სჭირდებოდეს, აქ ყოფნა ფეხბურთელებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს.“