Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის დირექტორი რომას წარმომადგენლებს შეხვდა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, გუშინ რომას დირექტორს ტიაგუ პინტუსა და რიკი მასარას შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა რამდენიმე ფეხბურთელის საკითხი განიხილეს.

Calciomercato-ს ცნობით, მათი უპირველესი ამოცანა ალესანდრო ფლორენცის ტრანსფერის დახურვა იყო, რომელსაც როსონერი 2 მილიონის სანაცვლოდ გამოისყიდის, თუმცა ფლორენცის გარდა, შეხვედრაზე ნიკოლო ძანიოლოსა და ჟორდან ვერეტუს სახელებმაც გაიჟღერა.

წყაროს ინფორმაციით, რომასა და ძანიოლოს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ჯალოროსი იტალიელ ტალანტს 50-55 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის, რისი გადახდაც მილანს არ შეუძლია.

ვერეტუს რაც შეეხება, როსონერი მას რენატუ სანჩესის ალტერნატივად მოიაზრებს და ჯალოროსი ფრანგ ფეხბურთელს 20 მილიონად აფასებს.