Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ერთ-ერთი საუკეთესო სტარტი ისტორიაში…

მილანმა გუშინ ძალიან მარტივად სალერნიტანას აჯობა, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და მნიშვნელოვანი შედეგებიც დააფიქსირა.

როსონერიმ 16 ტურის შემდეგ 38 ქულა მოაგროვა, რაც 2003/04 წლების შემდეგ საუკეთესო შედეგია, მაშინ როსონერიმ სკუდეტოს მოპოვება მოახერხა.

ამის გარდა, სალმაკერსის გოლის შემდეგ, მიმდინარე სეზონში როსონერის მაისურით გოლის გატანა 14-მა ფეხბურთელმა მოახერხა, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში ჩელსის შემდეგ, რომელაც 16 გამტანი დაუგროვდა, საუკეთესო შედეგია.