Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ინტერესი ზიეიჩის მიმართ სერიოზულია…

ტომორი დაცვაში, ჟირუ შეტევაში და ზიეიჩი ნახევარდაცვაში, Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჩელსის ტრიო მილანის სატრანსფერო სიის მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან.

ტომორის გამოსყიდვის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და როსონერი მის სანაცვლოდ 28 მილიონს უკვე ამზადებს, ჟირუს აგენტთან მილანი ყოველდღიურ კავშირზეა და ჩელსიში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო, ფრანგი ფეხბურთელი მილანში ტრანსფერზე თანახმაა.

თუმცა, მილანი აქ გაჩერებას არ აპირებს და ჰაკიმ ზიეიჩის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს. 28 წლის მოროკოელი ფეხბურთელი ტუხელის გეგმებში არ შედის და ჩელსიმ ის სატრანსფერო ფანჯარაზე დააყენა.

ლურჯებმა ზიეიჩის სანაცვლოდ სულ რაღაც 1 წლის წინ 40 მილიონი გადაიხადეს, თუმცა ახლა მისი სატრანსფერო ღირებულება დახლოებით 25-30 მილიონი ევროა, მაგრამ ჩელსი ფეხბურთელის იჯარასაც არ გამორიცხავს. პრობლემა მისი ხელფასია, ჰაკიმი ლურჯების რიგებში სეზონში 7 მილიონამდე გამოიმუშავებს, რისი გადახდაც როსონერის გაუჭირდება.