Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ინტერესი ტადიჩის მიმართ დი მარციომაც დაადასტურა

გუშინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანი აიაქსის 32 წლის ფეხბურთელის დუშან ტადიჩის ტრანსფერით ინტერესდებოდა, რაც ცოტა ხნის წინ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომაც დაადასტურა.

„მილანი აიაქსის ტადიჩის კანდიდატურაზე სერიოზულად ფიქრობს. ის ძალიან ახალგაზრდა არ არის, მაგრამ მას შეტევის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, რითიც გუნდისთვის ორმაგად სასარგებლო იქნება.

„მედიაში ამ თემაზე უკვე დაიწერა და შემიძლია დაგიდასტუროთ, მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა და როსონერის რიგებში თამაშის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელი არა რის.

„ახლა მილანი აიაქსის პასუხს ელოდება, არიან თუ არა ნიდერლანდელები კაპიტნის გაშვების წინააღმდეგები, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, მილანი მის ტრანსფერზე მუშაობას სერიოზულად გეგმავს.“