Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის, ინტერის, იუვენტუსის და რომას სამიზნის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა

ფიორენტინას ახალგაზრდა ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი შესანიშნავად თამაშს განაგრძობს და იტალიური მედიის ინფორმაციით, მისი სატრანსფერო ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა.

გასულ ტურში 21 წლის ფეხბურთელმა იუვენტუსის კარში 11-მეტრიანიდან შესანიშნავი ‘პანენკა’ გაიტანა, რომელიც მისთვის მიმდინარე სეზონში მე-17 გოლი იყო.

Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, ფიორენტინა სერბი ფორვარდის სანაცვლოდ არა 40, არამედ უკვე 60 მილიონ ევროს ითხოვს.