Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანის კიდევ ერთი სატრანსფერო სამიზნე

მილანმა თვალი კიდევ ერთ შემტევს დაადგა.საუბარო ვოლფსბურგის შემტევზე – იოსიფ ბრეკალოზეა.

იტალიური მედიის ცნობით,ფეხბურთელს მილანის გარდა ატალანტაც უმიზნებს და მისი საბაზრო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

21 წლის ფეხბურთელი მილანის ახალი პროექტის პარამეტრებში ჯდება,შედარებით იაფი,თუმცა ახალგაზრდა და პერსპექტიული შემტევი,რომელმაც ბუნდესლიგაში 36 შეხვედრა გამართა და 7 გოლთან ერთად 7 ასისტი გაიფორმა.

ვოლფსბურგის ერთ-ერთმა სკაუტმა ინტერვიუში დაადასტურა,რომ მილანს ფეხბურთელის შეძენა გასულ ზაფხულსაც სურდა და როგორც ჩანს,უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის გაფორმებას კიდევ ეცდება.