Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის მენეჯმენტი და მფლობელები ლაკაზეტის თაობაზე ვერ თანხმდებიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, არსენალის ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი მილანის სატრანსფერო სიაში რჩება, თუმცა ტრანსფერზე მუშაობის დასაწყებად გუნდის მენეჯმენტს მფლობელებისგან მწვანე შუქი სჭირდება, რომელიც ჯერ არ მიუღია.

ლაკაზეტი მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და Calciomercato-ს ცნობით, მალდინი-მასარას დუეტს მისი უფასოდ გაფორმება სურს, თუმცა Elliott Management-ი ფეხბურთელის ასაკის გამო ტრანსფერის წინააღმდეგია და უპირატესობას უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებს ანიჭებს.

ასაკის გარდა, კიდევ ერთ დაბრკოლებად ფეხბურთელის მაღალი ხელფასი და მისი უფასოდ გაფორმების შემთხვევაში აგენტისთვის გადასახდელი საკომისიო იქნება, მაგრამ გუნდის დირექტორები დარწმუნებულები არიან, რომ ფეხბურთელის გამოცდილება და კლასი გუნდს აიცილებლად გამოადგება და იმედი აქვთ, რომ გუნდის მფლობელებისგან თანხმობის მიღებას მოახერხებენ…