Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის მერი:“ ახალი სტადიონი 60,000 ქომაგზე იქნება გათვლილი“

მილანის მერმა ბეპე სალამ ადგილობრივ რადიო Popolare-სთან მილანის და ინტერის ახალი სტადიონის პროექტზე ისაუბრა.

„როგორც მე ვიცი, მილანის და ინტერის ახალი სტადიონი დაახლოებით 55-60 ათას ქომაგს დაიტევს და ის იუვენტუსის ახალ სტადიონზე დიდი იქნება.

„იქნება თუ არა რეფერენდუმი ქალაქის მაცხოვრებლებს შორის ? არა, ახალი სტადიონი არის ერთადერთი გამოსავალი გუნდებისთვის, რადგან მათ ამბიციებს ახალი, თანამედროვე სტილის სტადიონი სჭირდებათ, რაც მათ შემოსავლებს საგრძნობლად გაზრდის.

„ეს სტადიონი როგორც გუნდებისთვის, ასევე ქალაქისთვის მნისვნელოვანი და სასარგებლო პროექტია.“