Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის მერი:“ ახალი სტადიონის თაობაზე გადაწყვეტილება არ შეიცვლება“

მილანის მერის ბეპე სალას თქმით, ახალი სტადიონის აშენებაზე მიცემული მწვანე შუქის შემდეგ ქალაქის მერია გადაწყვეტილების შეცვლას აღარ აპირებს.

მერიამ მილანს და ინტერს ახალი სტადიონის პროექტზე თანხმობა რამდენიმე კვირის წინ მისცა, რის შემდეგაც ქალაქში პროტესტების ტალღა დაიწყო, რომელიც სან სიროს დემონტაჟის გეგმას აპროტესტებს და მის განახლებას მოითხოვს.

„მილანის მცხოვრებლების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გასაგებია, რადგან სან სირო უკვე წლებია ქალაქის ნაწილია, მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებთ.

„ახალი სტადიონი როგორც გუნდებისთვის, ასევე მთელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც უამრავ სამუშაო ადგილს შექმნის და კრიზისში მყოფ ადამიანებს დაეხმარება. გადაწყვეტილება მიღებულია, რომლის შეცვლასაც ჩვენ არ ვაპირებთ.“